ბაქარ თურმანიძემ ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა #1TVSPORT
ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელმა ბაქარ თურმანიძემ გამოსვლა ერთი მედლით დაასრულა.
+109 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ატაცში 183 კილო დაძლია, რაც ბრინჯაოს მედლისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ორჭიდის ჯამში და აკვრაში იგი მეოთხე იყო – ჯერ 213 ასწია, შემდეგ – 219, ხოლო 224 რომ დაეძლია, ჩემპიონატს სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულებდა. თუმცა 224-ს ვერ გაუმკლავდა და შეჯიბრება მე-4 ადგილზე დაასრულა.
ჩემპიონი სომხეთის წარმომადგენელი ვარაზდატ ლალაიანი გახდა. იგი ატაცში 210 კილოგრამს გაუმკლავდა, აკვრაში – 240-ს და ჩემპიონობა არავის დაუთმო.