ბაქარ ბერეკაშვილი - საქართველოში ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა პროტესტის პრაქტიკა, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს
ბაქარ ბერეკაშვილი - საქართველოში ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა პროტესტის პრაქტიკა, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს

საქართველოში ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა პროტესტის პრაქტიკა, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს, – ამის შესახებ  

პოლიტოლოგმა, საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსმა, ბაქარ ბერეკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩემთვის, პროტესტის ასეთი ფორმა მიუღებელია და საერთო ჯამში, ის არაფრისკენ არ არის მიმართული, გარდა იმისა, რომ ასეთი ტიპის პროტესტს შეიძლება, ჰქონდეს ირაციონალური მოქმედება, რომლის შინაარსიც გაუგებარია და, რომელიც პრიმიტიულ ნაციონალისტურ წარმოდგენებზეა აგებული“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

ამ განცხადებით ბაქარ ბერეკაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა აჩვენა ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით გამოხატულმა რეაქციებმა, როგორც საზოგადოების განწყობის, ისე პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.