ბაქარ ბერეკაშვილი - აუცილებელია სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის მიღწევა, ამის გარეშე დემოკრატიაზე საუბარი შეუძლებელია
ბაქარ ბერეკაშვილი - აუცილებელია სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის მიღწევა, ამის გარეშე დემოკრატიაზე საუბარი შეუძლებელია

2012 წლის შემდეგ, ანუ პოსტავტორიტარული პოლიტიკური იდენტობის პირობებში, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც ხელისუფლებას აქვს, პოლიტიკური და დემოკრატიული, მათ შორის, კულტურული ცხოვრების ნორმალიზაციაა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტოკმა, ბაქარ ბერეკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„კონსტიტუციური თავისუფლებები, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები შესაძლოა, გარკვეულწილად, ფრაგმენტულად ირღვევა, მაგრამ ამას ისეთი სისტემური ხასიათი არ აქვს, როგორიც ვთქვათ, სააკაშვილის მმართველობის პირობებში ჰქონდა. განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია. სააკაშვილის მმართველობა ავტორიტარული იყო და ადამიანის უფლებების დარღვევა იმ პოლიტიკური რეჟიმის პრაქტიკა გახლდათ. დღეს კი, ამ პრაქტიკას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიის განვითარებისთვის მხოლოდ ადამიანის უფლებების სფეროში წინსვლა არ კმარა.

„აუცილებელია სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის მიღწევა, რადგან ამის გარეშე დემოკრატიაზე, მათ შორის, ევროპული ტიპის დემოკრატიაზე საუბარი უბრალოდ, შეუძლებელია“, – განაცხადა ბაქარ ბერეკაშვილმა.