Bankersnews - Credit Suisse აგრძელებს კლიენტის პოლიტიკურ შანტაჟს ახალი ანტირეკორდის დამყარებით
Bankersnews - Credit Suisse აგრძელებს კლიენტის პოლიტიკურ შანტაჟს ახალი ანტირეკორდის დამყარებით

გამოცემა Bankersnews-ი ბანკ Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილის დავის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, 2022 წლის 16 მაისს გამოქვეყნდა სტატიები, სადაც დეტალურად იყო განმარტებული ის უხეში დარღვევები და მიმდინარე პოლიტიკური წნეხი, რაც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და სხვა ბენეფიციარებს მიადგათ შვეიცარული ბანკის Credit Suisse და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების მხრიდან. ავტორის თქმით, სტატიებში საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ ბანკი ნდობით აღჭურვილი სატრასტო სტრუქტურით ოპერირებს ვითომდა ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და რომ ნდობით აღჭურვილი პირი თანხების გადარიცხვას თვეზე მეტი დროით უგვიანებდა, თან ამის არანაირ გონივრულ საფუძველს უთითებდა. დაგვიანებები თითქოსდა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებით იყო განპირობებული“. დამატებით სხვა არანაირი ინფორმაცია იყო მითითებული.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ახლა უკვე 45 დღეა, რაც გადახდის დავალება იქნა გაცემული, მაგრამ ნდობით აღჭურვილი პირი კვლავ იგნორირებას ახდენს ბენეფიციართა მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაცვლად და ეს კონტექსტი მნიშვნელოვანია საკითხის სწორი შეფასებისთვის. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ორი „სამახსოვრო საჩუქარი“ აქვს მიღებული Credit Suisse ბანკთან მრავალწლიანი ურთიერთობის ფარგლებში: პირველი წარმოადგენს 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს, რაც დაიკარგა ბანკის პერსონალის თაღლითური ქმედების და არასწორი მართვის შედეგად, ხოლო მეორე მიმდინარე პრობლემებია, რაც ნდობის პრინციპებზე მოქმედ სატრასტო სტრუქტურებს უკავშირდება. ამ უკანასკნელთა შექმნა ბანკის რჩევის საფუძველზე მოხდა, რომელსაც მნიშვნელოვანი თანხები ანდეს და წვდომა თანხების ნებისმიერი ფორმით ათვისებაზე ძალიან შეზღუდულია“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პირველ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია მას შემდეგ, რაც ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა და რომლის თანახმადაც 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტის გადახდის ვალდებულება დაეკისრა ბრალდებულს მომჩივანისადმი.

„მსგავსი შედეგის მოლოდინში ვიმყოფებით წლის ბოლოსთვის სინგაპურის სასამართლოდან. რაც შეეხება ტრასტთან მიმდინარე დავას, ნდობით აღჭურვილი პირი განაგრძობს ბენეფიციარების იმედგაცრუებას. 2022 წლის 11 აპრილს ბენეფიციარისადმი თანხის გადარიცხვის თხოვნა გაიგზავნა, თუმცა ნდობით აღჭურვილმა პირმა ეს მომართვა საკამათო გახადა 13 აპრილს. 14 აპრილს წარდგენილი ამომწურავი ინფორმაციის მიუხედავად, ნდობით აღჭურვილმა პირმა მაინც ითხოვა დამატებითი ინფორმაცია 20 აპრილს. ხელმომწერების შესახებ დოკუმენტები და ინფორმაცია იყო მოთხოვნილი ძირითადად. 2022 წლის 5 მაისს ნდობით აღჭურვილმა პირმა დაადასტურა, რომ უკვე საკმარისი ინფორმაცია გააჩნდა და რომ საჭირო დოკუმენტების სამუშაო ვერსიები იყო მომზადებული ხელმოსაწერად. თუმცა, 19 მაისს ნდობით აღჭურვილმა პირმა მაინც დააყოვნა პროცესი და ისეთი ინფორმაცია მოითხოვა, რომელიც 13 აპრილს უკვე მიღებული ჰქონდა.

ტრასტის მხრიდან ასეთი ქმედებები ერთის მხრივ აღმაშფოთებელია, ხოლო მეორეს მხრივ ირონიული და კომიკურიცაა. სამართლიანი იქნება ითქვას, რომ ტრასტი უბრალოდ კლიენტის ნერვებსა და ფულს ეთამაშება. ეს ქმედებები Credit Suisse ბანკის ქცევას ახასიათებს და დაზარალებულ კლიენტებს მრავალი წელია დავა უწევთ. ბანკი თავის ჩვეულ პროცედურას მიჰყვება და კლიენტების იმედგაცრუებას განაგრძობს თითქოსდა სიმართლის გამოაშკარავებითა და მითვისებული თანხების ამოღებით. ეს პროცედურა არღვევს ყველა დამკვიდრებულ საბანკო სტანდარტს და პოლიტიკის გარევით საკითხის შემაშფოთებელი ესკალაცია ხდება. უკრაინაში მიმდინარე ომის მოხსენიება უპრეცედენტოა და პოლიტიკურ წნეხს გამართლება საერთოდ არ გააჩნია.

კლიენტი ერთგულია იმ პრინციპისადმი, რომ ბანკის ამ ტაქტიკებსა და იურიდიულ ქმედებებს მომავალშიც გამოამზეურებს, რათა ნდობით აღჭურვილმა პირმა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს ბენეფიციარების წინაშე და რომ ბანკმა Credit Suisse ანგარიშვალდებულება იგრძნოს თავისი საქვეუწყებო ორგანიზაციებისა და მათი თანამშრომლების ქმედებებზე. წარმომადგენელმა ასევე დასძინა – „ბატონი ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებს ბანკის Credit Suisse ცდომილებების გამომზეურებას , რაც მას თავის მორალურ ვალდებულებად მიაჩნია; თან იმედი აქვს, რომ ამით ბანკს და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებს კლიენტების ინტერესების საზიანოდ მოქცევაზე ხელს ააღებინებს“, – აღნიშნულია სტატიაში.