ბანგლადეშში წვრთნების დროს საჰაერო ძალების თვითმფრინავი სკოლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა
ბანგლადეშში წვრთნების დროს საჰაერო ძალების თვითმფრინავი სკოლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა დაკაში მდებარე სკოლის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გავრცელდა.
დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ბავშვია.