ბანგლადეშში საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

10:02, 22.07.2025

ბანგლადეშში საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.

დაშავებულია 88-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, არიან ბავშვები.

მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

ბანგლადეშში წვრთნების დროს საჰაერო ძალების თვითმფრინავი გუშინ სკოლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გავრცელდა.

მსგავსი