ბანგლადეშში, პლასტმასის მწარმოებელ ქარხანაში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 26 კი დაშავდა

12:33, 12.12.2019

ბანგლადეშის პლასტმასის მწარმოებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 26 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაშავებულთა უმრავლესობის მდგომარეობა კრიტიკულია.

საწარმო, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, დედაქალაქ დაკას გარეუბანში მდებარეობს.

ქარხანაში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. სამართალდამცველები მომხდარის მიზეზების დასადგენად მუშაობენ.

მსგავსი