ბანგლადეშში, მეჩეთის მახლობლად გაზსადენის აფეთქების შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვია
ბანგლადეშში, მეჩეთის მახლობლად გაზსადენის აფეთქების შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვია

ბანგლადეშში მეჩეთის მახლობლად გაზსადენი აფეთქდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ ადგილობრვი ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილია 13 და დაშავებულია 30 ადამიანი. გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია.

შემთხვევა 4 სექტემბერს, გვიან საღამოს, დედაქალაქ დაკას მახლობლად მდებარე მეჩეთთან მოხდა, როდესაც მორწმუნეები ლოცულობდნენ.

საგანგებო სამსახურის ცნობით, აფეთქება გაზსადენიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დაშავებულები დაკაში მდებარე დამწვრობისა და პლასტიკური ქირურგიის კლინიკაში გადაიყვანეს. ბევრი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.