ბანგლადეშში გაზსადენის აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
ბანგლადეშში გაზსადენის აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშის საპორტო ქალაქ ჩიტაგონგში გაზსადენის აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია რვა პირი. ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზსადენი ხუთსართულიანი შენობის მახლობლად აფეთქდა, რის შედეგადაც შენობის ერთი კედელი ჩამოინგრა.

დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.