ბანგლადეშში არეულობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა
ბანგლადეშში არეულობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა

ბანგლადეშში „ფეისბუქის“ პოსტს არეულობა მოჰყვა, რომლის დროსაც დაიღუპა ოთხი და დაშავდა 50-მდე ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ბჰოლას რაიონში მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულმა პოსტმა განარისხა, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის მიმართ შეუარცხყოფას შეიცავდა.

მათი მტკიცებით, პოსტის ავტორი ინდუისტი იყო, თუმცა პოლიცია მომხდარს კიბერდანაშაულს უკავშირებს და აცხადებს, რომ ყველა ჰაკერი დაკავებულია.

ბჰოლაში არეულობის დროს ხელისუფლებამ სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის დამატებითი ძალები გაგზავნა.