ბანგლადეშში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, სამი ადამიანი 

11:29, 21.11.2025

ბანგლადეშში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც, სულ მცირე, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნარსინგდში, დედაქალაქ დაკადან დაახლოებით 40 კილომეტრში, 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.

გერმანიის გეომეცნიერებების კვლევითი ცენტრის ცნობით, ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელი ინდოეთის აღმოსავლეთ შტატებში, რომლებიც ბანგლადეშს ესაზღვრებიან.

მედიის ცნობით, ინდოეთში სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი