ბანგლადეშში 2016 წელს ტერაქტის მოწყობისთვის შვიდ პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
ბანგლადეშში 2016 წელს ტერაქტის მოწყობისთვის შვიდ პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ბანგლადეშში 2016 წელს ტერაქტის მოწყობისთვის შვიდ პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დანაშაულში ბრალდებული მერვე პირი სასამართლომ გაამართლა.

2016 წლის პირველ ივლისს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ხუთი შეიარაღებული პირი კაფეში შეიჭრა და იქ მყოფები მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედებს მძევლები 12 საათის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. მათი დიდი ნაწილი უცხოელები იყვნენ. დანაშაულის შესრულებასა და მასთან კავშირის ბრალდებით ბანგლადეშში სულ რვა პირი დააკავეს.