ბანგლადეშში 19-სართულიან შენობაში ცეცხლი გაჩნდა [ფოტო]
ბანგლადეშში 19-სართულიან შენობაში ცეცხლი გაჩნდა [ფოტო]

ბანგლადეშში 19-სართულიან შენობაში ცეცხლი გაჩნდა. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებში ჩანან ადამიანები, რომლებიც ხანძრიდან თავის დაღწევას შენობიდან გადახტომით ცდილობენ.

შენობა, რომელშიც ცეცხლი გაჩნდა, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მდებარეობს. მასში ოფისები და რესტორნებია განლაგებული.

ამ ეტაპზე შენობაში რამდენიმე ადამიანი იმყოფება, ისინი გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ.