ბანგლადეშს ციკლონი „ბულბული“ უახლოვდება, ევაკუირებულია 300 ათასი ადამიანი
ბანგლადეშს ციკლონი „ბულბული“ უახლოვდება, ევაკუირებულია 300 ათასი ადამიანი

ბანგლადეშში ციკლონის მოახლოების გამო 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გერმანული გამოცემის ცნობით, ციკლონი „ბულბული“ ქვეყნის სანაპიროს უახლოეს საათებში მიაღწევს. მეტეოროლოგები იუწყებიან, რომ სტიქიის ზონაში ციკლონი გიგანტურ ტალღებს, ძლიერ წვიმას და საათში 120 კილომეტრის სიჩქარის ქარს გამოიწვევს. არსებობს ცაკლეული რეგიონების დატბორვის მაღალი რისკიც. სწორედ ამის გამო სანაპირო ზოლში მდებარე რამდენიმე საპორტო ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სტიქიის მოახლოებასთან დაკავშირებით რეგიონში ათასობით მოხალისე საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელს ეხმარება. ისინი მოსახლეობის ევაკუაციას ერთობლივი ძალებით აწარმოებენ.

ბანგლადეშს ბოლოს მასშტაბური ციკლონი 1991 წელს დაატყდა თავს. მაშინ სტიქიამ 100 ათასი ადამიანი შეიწირა.