ბანგლადეშის ტერიტორიაზე მიანმარიდნ გაქცეული მილიონზე მეტი როჰინგა იმყოფება
ბანგლადეშის ტერიტორიაზე მიანმარიდნ გაქცეული მილიონზე მეტი როჰინგა იმყოფება

ბანგლადეშის ტერიტორიაზე მიანმარიდნ გაქცეული მილიონზე მეტი როჰინგა იმყოფება. ბანგლადეშის ხელისუფლების განცხადებით, რეგისტრაცია ლტოლვილების რეპატრიაციის პროცესის შესამსუბუქებლად მიმდინარეობს, თუმცა უმრავლესი მათგანი მიანმარში დაბრუნებაზე უარს აცხადებს.

ბანგლადეშმა მიანმართან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და როჰინგების სახლში დაბრუნების პროცესს მომდევნო კვირაში დაიწყებს.

შეთანხმების მიხედვით, რეპატრიაცია ორ წელიწადში უნდა დასრულდეს. ბანგლადეშმა როჰინგებს ბიომეტრული სარეგისტრაციო ბარათები დაურიგა.