ბანგკოკში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს
ბანგკოკში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

ბანგკოკში ქარხანაში მომხდარი აფეთქების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაცია სააგენტო „როიტერსეზე“ ვრცელდება.

გამთენიისას ბანგკოკის გარეუბანში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა. სახანძრო სამსახური ამ დრომდე ცდილობს აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას.

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული, მიმდებარე რაიონებიდან კი ათასობით მაცხოვრებლის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების გამო ქარხნის მიმდებარე რაიონში 70 სახლი დაზიანდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.