ბანგკოკში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
ბანგკოკში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ბანგკოკის ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. 60 დაშავებულიდან კი საავადმყოფოში მკურნალობას 30 განაგრძობს.

ცეცხლი შენობის მეხუთე სართულზე ადგილობრივი დროით 2:30 სთ-ზე გაჩნდა. ხანძარი ამჟამად უკვე ლიკვიდირებულია.

დაზარალებული მცხოვრებლებისთვის ხელისუფლებამ დროებითი ცენტრი გახსნა.