ბანგკოკის სავაჭრო ცენტრში დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ერთი ადამიანი
ბანგკოკის სავაჭრო ცენტრში დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ერთი ადამიანი

ბანგკოკის სავაჭრო ცენტრში დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა.

როგორც სააგენტო „რეიტერი“ წერს, გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ასევე ერთი ადამიანი. ტაილანდის პოლიციაში განაცხადეს, რომ სროლის მიზეზი პირადი გარჩევა გახდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი სავაჭრო ცენტრში მომუშავე ქალია.

ამასთან, 8 თებერვალს ტაილანდის სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული სამხედრო შეიჭრა და 29 ადამიანი მოკლა, 58 კი დაჭრა. უსაფრთხოების ძალებმა თავდამსხმელის ლიკვიდაცია მხოლოდ მეორე დღეს, დილით შეძლეს.