ბანგკოკიდან თბილისში ჩარტერული ფრენები შესრულდება
ბანგკოკიდან თბილისში ჩარტერული ფრენები შესრულდება

მიმდინარე წლის 28 დეკემბრიდან ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Thai Air Asia X იწყებს.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ჩარტერული ფრენები სამი თვის განმავლობაში, კვირაში სამი სიხშირით Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

დღეს ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა „ტავ ჯორჯისა“ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართეს. მხარეებმა ფრენების დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურები განიხილეს.

Thai Air Asia X საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. დღეისთვის ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 66 საერთაშორისო და 29 ადგილობრივი მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 12 Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.