ბალტიის ზღვაში ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
ბალტიის ზღვაში ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბალტიის ზღვაში ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები „ბალთიქ ოფერეიშენსი“ დაიწყო.

აღნიშნულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას იღებს ნატო-ს 16 წევრისა და ალიანსის ორი პარტნიორი ქვეყნის 40 სამხედრო ხომალდი, 60 თვითმფრინავი და 4 000 სამხედრო მოსამსახურე.

სამხედრო წვრთნები დანიის სანაპიროსთან დაიწყო და 18 ივნისამდე სხვადასხვა ადგილას გაგრძელდება.

პროგრამა პირველად მოიცავს თავდაცვითი ტაქტიკის შემუშავებას კიბერშეტევებთან დაკავშირებით. დაგეგმილია სადესანტო ოპერაცია ლიეტუვის სანაპიროებთან.

სამხედრო წვრთნები ბალტიის რეგიონში 1972 წლიდან რეგულარულად ტარდება.