ბალტიის ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2%-ზე მეტი გახდება
ბალტიის ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2%-ზე მეტი გახდება

ბალტიის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2%-ზე მეტი გახდება. აღნიშნულ შეთანხმებას ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრებმა ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. მოლაპარაკებების შედეგად მიღებული ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობას განავითარებენ და კიბერუსაფრთხოებას გააძლიერებენ.

ლიეტუვის დედაქალაქში გამართული ორდღიანი მინისტერიალის დროს თავდაცვის მინისტრებმა ასევე დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელება, მათ შორის, შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

ვილნიუსში 24 ნოემბერს ლიეტუვის შეიარაღებული ძალების შექმნიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა, რომელშიც ლიეტუველ სამხედროებთან ერთად ნატო-ს 14 წევრისა და პარტნიორი სახელმწიფოს ჯარისკაცები მონაწილეობდნენ.