მარიო ბალოტელიმ მარსელის შემადგენლობაში მეოთხე მატჩი ჩაატარა და მესამე გოლი გაიტანა. ამჯერად იტალიელი თავის ახალ კლუბს ლიგა 1-ს მატჩში, ამიენის წინააღმდეგ დაეხმარა. 28 წლის ფეხბურთელს, რომელსაც წარსულში მანჩესტერ სიტისა და ლივერპულის მაისურები მოურგია, ნისთან კონტრაქტი იანვარში ამოეწურა და თავისუფალი აგენტის რანგში შეუერთდა მარსელს.
ამიენის წინააღმდეგ მატჩში ანგარიში ფლორიან ტოვენმა გახსნა, ბალოტელიმ კი მეორე გაიტანა. იტალიელმა, რომელსაც ყოფილ კლუბში 10-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, მესამედაც აიღო ამიენის კარი, თუმცა მსაჯის ასისტენტმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით მარსელი მეექვსე ადგილიდან მეოთხემდე აღზევდა, თუმცა შაბათს სენტ-ეტიენი პარი სენ-ჟერმენს ეთამაშება, მონპელიე კი ლილს და ამ მატჩების დასრულების შემდეგ, შესაძლოა ბალოტელის გუნდი ისევ დაქვეითდეს.