„ბრეშას“ თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი ძალიან ახლოს არის „ჯენოაში“ გადასვლასთან, – იუწყება სპორტის ცნობილი მიმომხილველი ნიკოლო სკირა.
იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, გენუელებთან ფეხბურთელის აგენტის, მინო რაიოლას მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და ახლო მომავალში ბალოტელი „ჯენოას“ ფორმას მოირგებს.
ბალოტელი „ბრეშას“ რიგებს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარა სულ 19 მატჩი და ხუთი გოლი გაიტანა.