ბალოტელი იტალიის მთავრობას რასიზმის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს
ბალოტელი იტალიის მთავრობას რასიზმის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს

„ნიცასა” და იტალიის ნაკრების ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ მოუწოდა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრს მატეო სალვინის ​რასიზმის პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს.

ფეხბურთელმა იმის შესახებ მიანიშნა, რომ მემარჯვენე პარტიის Lega Nord-ის ზოგიერთი მიმდევარი, მათ შორის თავად სალვინი, ღიად აფიქსირებს რასიზმის ნიშნებს.

სალვინი ზოგიერთ თემაზე სწორად ლაპარაკობს, მაგრამ მინდა ყურადღება მიაქციოთ მისი ზოგიერთი მხარდამჭერის გამონათქვამებს. ბევრ მათგანს არ უნდა ნაკრების კაპიტნად იხილოს შავკანიანი მოთამაშე. არ მინდა იმის დაჯერება, რომ ადამიანებს თავში ამგვარი აზრი უტრიალებთ. ეს არ შეიძლება იყოს ქვეყანა, რომელზეც იმედებს ვამყარებდი, რომელზეც ბავშვობაში ვოცნებობდი. ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ. ეს ადამიანები არღვევენ რწმენას ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს ბალოტელი Football Italia-სთან კომენტარში.