ბალოტელი იტალიის მეოთხე დივიზიონის კლუბში ვარჯიშობს
ბალოტელი იტალიის მეოთხე დივიზიონის კლუბში ვარჯიშობს

იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი მარიო ბალოტელი ვარჯიშებს დაუბრუნდა. 30 წლის ფორვარდი კლუბ „ფრანჩაკორტესთან“ ერთად გადის წვრთნას, რომელიც იტალიის რანგით მეოთხე დივიზიონში თამაშობს.

როგორც აღნიშნავენ, სკანდალურმა ფეხბურთელმა მიიღო კლუბის წინადადება, რადგან „ფრანჩაკორტეს“ ბაზა ახლოს არის იმ ადგილთან, სადაც ბალოტელი ცხოვრობს. მარიომ არ გამორიცხა, რომ ამ გუნდის რიგებში რამდენიმე მატჩს ჩაატარებს.

ბალოტელი უკვე ექვსი თვეა უგუნდოდ არის დარჩენილი. გასულ სეზონში ფორვარდი „ბრეშას“ რიგებში თამაშობდა, იტალიის სერია A-ში 19 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.