ბალგანის პროვინციაში, თალიბების თავდასხმის შედეგად 45 ავღანელი სამხედრო დაიღუპა

11:17, 15.08.2018

ავღანეთში, ბალგანის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზას  რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლები დაესხნენ თავს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 45 სამხედრო მოსამსახურე. ინფორმაციას სააგენტო reuters – ი ავრცელებს.

მიმდინარე კვირაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა ავღანელ სამხედროებზე თავდასხმის.

ორშაბათს ფარიაბის პროვინცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, 17 სამხედრო დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

მსგავსი