ბალდე ინტერში, რაბიოს დემარში - 13 აგვისტო სატრანსფერო ბაზარზე
ბალდე ინტერში, რაბიოს დემარში - 13 აგვისტო სატრანსფერო ბაზარზე

დღის TOP3 ტრანსფერი
– კეიტა ბალდე “მონაკოდან” “ინტერში” გადავიდა. ეს არის ერთწლიანი იჯარა, რომლის ღირებულებაა ხუთი მილიონი ევრო. ერთი წლის შემდეგ, “ნერაძური” გამოისყიდის სენეგალელ ფორვარდს 40 მილიონად. ბალდეთი პირადად იყო დაინტერესებული ლუჩანო სპალეტი.

– საფრანგეთის ნაკრების მცველმა პრესნელ კიმპემბემ ოფიციალურად გააგრძელა კონტრაქტი პსჟ-სთა“პარი სენ-ჟერმენთან“. პარიზულ გუნდში ის 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ედმილსონ ფერნანდეში “ვესტ ჰემიდან” “ფიორენტინაში” გადავიდა. შვეიცარელმა, რომელიც 2016 წელს “სიონიდან” 6.6 მილიონ ევროდ შეიძინეს, ორ სეზონში 48 მატჩი ითამაშა. ახლა ის ერთწლიანი იჯარით წავიდა იტალიაში.

დღის სხვა ამბები
ადრიენ რაბიომ უარი უთხრა პსჟ-ს კონტრაქტის გაგრძელებაზე. L’Equipe წერს, რომ მისი ხელშეკრულება მომავალ წელს დასრულდება. ამგვარი დემარშისთვის, კლუბის ხელმძღვანელობა ნახევარმცველს ღრმა რეზერვში გადაყვანით ემუქრება. Mirror კი წერს, რომ “ლივერპული” ჩაერთო რაბიოსთვის ბრძოლაში და იმედოვნებს მასთან ზამთარში წინასწარი კონტრაქტის გაფორმებას.

– “პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი ანტერუ ენრიკე “სევილიას” ელაპარაკება სტივენ ნ’ზონზის ტრანსფერის თაობაზე. Calciomercato.it კი წერს, რომ ნ’ზონზი ახლოს არის “რომაში” გადასვლასთან. “სევილია” ამ ტრანსფერში დაახლოებით 30 მილიონ ევროს მიიღებს. ფრანგი ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელფასი კი წელიწადში 3 მილიონი ევრო იქნება.

– პოლ პოგბა შეიძლება მაინც გადავიდეს “ბარსელონაში”. კატალონელები ეცდებიან ფრანგის გადაბირებას სატრანსფერო ბაზრის ბოლომდე, მაგრამ უფრო რეალური ჩანს გარიგება ზამთარში.

– ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ დაწერა, რომ ტიემუ ბაკაიოკო მილანშია. “ჩელსის” ფეხბურთელი “მილანისთვის” გადის სამედიცინო შემოწმებას. მოგვიანებით გამოცხადდა, რომ ეს პროცედურა წარმატებით დასრულდა და მალე გაფორმდება 5 მილიონ ევროდ ღირებული იჯარა.

– ჟურნალისტმა პიეტრო ბალცანომ დაწერა, რომ “მილანმა” კონკრეტული წინადადებით მიმართა “ლაციოს” სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან დაკავშირებით – 40 მილიონი და ორი მოთამაშე სერბის სანაცვლოდ.

დღის სხვა ტრანსფერები
– მანუელ ლოკატელი “მილანიდან” “სასუოლოს” ფეხბურთელი გახდა. ნახევარმცველი იჯარით გადავიდა ახალ კლუბში.

– “ლიონის” 19 წლის ფორვარდი მიზიან მაოლიდა “ნიცაში” გადავიდა.

– “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბი ჯეიმს უილსონი ერთწლიანი იჯარით გადავიდა “აბერდინში“.

– პერუელი პაოლო გერერო ბრაზილიის “ინტერნასიონალის” ფეხბურთელი გახდა. მან კონტრაქტი თავისუფალი აგენტის რანგში გააფორმა.