ბაკურიანში თხილამურით სრიალში საბავშვო შეჯიბრი გაიმართა
ბაკურიანში თხილამურით სრიალში საბავშვო შეჯიბრი გაიმართა

სამთო სათხილამურო კურორტ ბაკურიანში თხილამურით სრიალში საბავშვო შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრში მონაწილეობა ორ ასაკობრივ კატეგორიაში 2006- 2007 და 2008-2009 წლებში დაბადებულმა მოზარდებმა მიიღეს.

ღონისძიება ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა და მასში რვა სპორტსკოლის, 65 ბავშვი მონაწილეობდა.

შეჯიბრის შედეგად დაჯილდოვდა 18 ბავშვი, რომელთაც საჩუქრად სამახსოვრო სიგელები და სათხილამურო ატრიბუტიკა გადაეცათ. სპორტსკოლა „იკი სკის“ გადაეცა სპეციალური ჯილდო გუნდური თამაშისთვის, რომლის აღსაზრდელებმაც ყველაზე მეტი მედალი მიიღეს.

გოგონებს შორის შეჯიბრის გამარჯვებულები არიან:

1. ​ანასტასია ახალკაცი;

2. კესო ლაპიაშვილი;

3. მაშო გამცემლიძე.

ბიჭებს შორის შეჯიბრის გამარჯვებულები არიან:

1.ნიკალა ხაფავა;

2. ალექსანდრე როყვა;

3. გიორგი დიაკონოვი.