ბაკურიანის საკარანტინო ზონიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაყვანილ ერთ პირს კორონავირუსზე ტესტს დღეს ჩაუტარებენ
ბაკურიანის საკარანტინო ზონიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაყვანილ ერთ პირს კორონავირუსზე ტესტს დღეს ჩაუტარებენ

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ერთი პაციენტი ბაკურიანის საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. კლინიკის სამედიცინო მენეჯერის, მაია ხელაძის ინფორმაციით, პაციენტს ანალიზებს დღეს აუღებენ და ლაბორატორიაში გადაგზავნიან.

ჰოსპიტალში კვლავ რჩება კორონავირუსის დიაგნოზის მქონე სამი პაციენტი. მაია ხელაძის ინფორმაციით, ორი მათგანი თავს კარგად გრძნობს, მესამე შედარებით მძიმე პაციენტთან კი, დადებითი დინამიკა შეინიშნება.