რამდენიმე სასტუმროს წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოების მიზნით დღეს, 23:00 საათიდან დილის 08:00-საათამდე ბაკურიანს წყლის მიწოდება შეეზღუდება
რამდენიმე სასტუმროს წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოების მიზნით დღეს, 23:00 საათიდან დილის 08:00-საათამდე ბაკურიანს წყლის მიწოდება შეეზღუდება

რამდენიმე სასტუმროს წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოების მიზნით დღეს, 23:00 საათიდან დილის 08:00-საათამდე ბაკურიანს წყლის მიწოდება შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

„ამ დღეების განმავლობაში ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურ რეჟიმში მიეწოდებოდა. საკურორტო ზონის 80 პროცენტი 24 საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.

წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს „რუმსს“, „მგზავრებს“ და „პანორამას“, ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს.

ბაკურიანში ბოლო დღეებში შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპანიის ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ. ყველა ის სასტუმრო, სადაც წყლის მიწოდება შეზღუდულია, წყალმზიდების საშუალებით მარაგდებიან. პროცესში ჩართულია სახანძრო მანქანები“,- აცხადებენ კომპანიაში.