ბაკურიანის კინოფორუმზე ფილმების ჩვენებებთან ერთად, ქართული კინოინდუსტრიის პრობლემების შესახებ იმსჯელეს
ბაკურიანის კინოფორუმზე ფილმების ჩვენებებთან ერთად, ქართული კინოინდუსტრიის პრობლემების შესახებ იმსჯელეს

ბაკურიანის კინოფორუმის მესამე დღე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ნამუშევრით „ღორი“ გაიხსნა. საღამოს კი კინოფორუმის სტუმრებმა და მონაწილეებმა იხილეს დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“, რომლის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. კინოფორუმის პროგრამაში იყო ლაშა ოთხმეზურისა და ვახო ვარაზის დოკუმენტური ფილმი „დაკარგული რვანახევარი“, რომელიც ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის შემოქმედებით ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

აღსანიშნავია, რომ კინოჩვენებების გარდა ღონისძიება დაეთმო პანელ დისკუსიას ქართული კინოინდუსტრიის გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ.

ქართული კინოს ფორუმის სახელწოდებაა „ნახე პირველად ბაკურიანში“ და იგი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს სთავაზობს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს.

ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია ერთობლივად წარმოადგენენ.

დატოვე კომენტარი