2026 წლის პირველი „გიზ-გიზის“ ფესტივალი ბაკურიანში დღეს იმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ფესტივალზე დასწრება უფასოა.
ფესტივალის ფარგლებში დამსვენებლებს ელოდებათ ენერგიული მუსიკალური პროგრამა, მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები ბავშვებისᲐ და დიდებისთვის, ასევე სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ფესტივალის მიზანია როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდას.
შემდეგი ფესტივალი „გიზ-გიზი“ 17 იანვარს გუდაურში გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი „გიზ-გიზი“, მესამე წელია, საქართველოს სამთო კურორტებზე ტარდება.