„ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანია „IDS ბორჯომი“ განცხადებას ავრცელებს
„ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანია „IDS ბორჯომი“ განცხადებას ავრცელებს

„ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადამოწმდა ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ, კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა. ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას“, – ნათქვამია „IDS ბორჯომის“ განცხადებაში.