ბაკურიანი 2023 | მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას [ვიდეო] #1TVSPORT

ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ევროპის ჩემპიონატისვთის არაერთხელ უმასპინძლია. კალათბურთში, ძიუდოში, ჭიდაობაში, ფარიკაობაში, ძალოსნობაში კონტინენტის პირველობები, ძირითადად, თბილისსა და ბათუმში იმართებოდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში პირველი და უდავოდ ისტორიული მოვლენაა.

დაბა ბაკურიანი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით 42 ქვეყნის შვიდასზე მეტ სპორტსმენს უმასპინძლებს, რომლებიც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიოს ჩემპიონებს გამოავლენენ. ოლიმპიური თამაშების შემდეგ რანგით მეორე სათხილამურო ტურნირი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, ამ სახეობის მოყვარულთა უდიდეს ინტერესს იწვევს.

თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ „ევროსპორტის“ 160-მილიონიანი ტელეაუდიტორია ბაკურიანის ულამაზესი ხედებით დატკბება, რაც საქართველოს ამ სამთო კურორტს უდიდეს სამომავლო პერსპექტივას აძლევს.

მას შემდეგ, რაც 2018 წელს საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გადაწყდა, რომ 5 წელიწადში ბაკურიანს ასეთი მასშტაბური ტურნირისთვის უნდა ემასპინძლა, კურორტი ინფრასტრუქტურულად მთლიანად განახლდა. სახელმწიფოსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ კურორტზე მოეწყო ხელოვნური გათოვლლიანების სისტემა, გაიხსნა სამი ახალი საბაგირო, რაც სამომავლოდ ბაკურიანში გარანტირებულ, მინიმუმ, ოთხთვიან სათხილამურო სეზონს ნიშნავს.

ინფრასტრუქტურის მოწყობის გარდა, საერთაშორისო ფედერაცია აქტიურად აკვირდებოდა, რამდენად შეძლებდა საქართველო მსგავსი მასშტაბის ტურნირის ორგანიზებას. გაიმართა სატესტო საერთაშორისო ტურნირები, მათ შორის ისეთიც, როგორიც მსოფლიო თასის ეტაპია. როგორც ჩანს, ყველაფერი დადებითად შეფასდა, უკვე იმაზეც საუბრობენ, რომ შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გველოდეს და ყოველწლიურად მსოფლიო თასის ერთ-ერთ ეტაპს ვუმასპინძლოთ.

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა დიდი ნაწილი ბაკურიანში უკვე ჩამოსულია. ისინი როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის მედლების 26 კომპლექტს გადაინაწილებენ, კიდევ ოთხი ჩემპიონი კი გუნდურ სახეობებში გამოვლინდება. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატების მოქმედ გამარჯვებულებთან და პრიზიორებთან ერთად მედლებისთვის ბრძოლაში ექვსი ქართველი სპორტსმენი ჩაერთვება:

დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი, რევაზ ნაზღაიძე, ნიკა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი.

ბაკურიანში მსოფლიოს ჩემპიონები სამი სახეობის შვიდ დისციპლინაში გამოვლიდებიან.

შეჯიბრების ტრანსლაციებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

ტრანსლაციების გრაფიკი

19 თებერვალი, კვირა

მსოფლიო ჩემპიონატი. სნოუბორდი. პარალელური გიგანტური სლალომი (კაცები) – 12:00

მსოფლიო ჩემპიონატი. სნოუბორდი. პარალელური გიგანტური სლალომი (ქალები) – 12:00

 

21 თებერვალი, სამშაბათი

მსოფლიო ჩემპიონატი. სნოუბორდი. პარალელური სლალომი (კაცები) – 13:00

მსოფლიო ჩემპიონატი. სნოუბორდი. პარალელური სლალომი (ქალები) – 13:00

 

22 თებერვალი, ოთხშაბათი

მსოფლიო ჩემპიონატი. სნოუბორდი. პარალელური სლალომი (გუნდური) – 13:00

 

24 თებერვალი, პარასკევი

მსოფლიო ჩემპიონატი. ფრისტაილი. სკიკროსი (კაცები) – 14:00

მსოფლიო ჩემპიონატი. ფრისტაილი. სკიკროსი (ქალები) – 14:00

 

25 თებერვალი, შაბათი

მსოფლიო ჩემპიონატი. ფრისტაილი. სკიკროსი (გუნდური) – 12:00

მსოფლიო ჩემპიონატი. ფრისტაილი. მოგული (კაცები) – 14:30

მსოფლიო ჩემპიონატი. ფრისტაილი. მოგული (ქალები) – 14:30

 

26 თებერვალი, კვირა

მსოფლიო ჩემპიონატი. ფრისტაილი. ორმაგი მოგული (კაცები) – 15:30

მსოფლიო ჩემპიონატი. ფრისტაილი. ორმაგი მოგული (ქალები) – 15:30

 

27 თებერვალი, ორშაბათი

მსოფლიო ჩემპიონატი. სნოუბორდი. სლოუპსტაილი (კაცები) – 13:00

მსოფლიო ჩემპიონატი. სნოუბორდი. სლოუპსტაილი (ქალები) – 13:00

 

28 თებერვალი, სამშაბათი

მსოფლიო ჩემპიონატი. ფრისტაილი. სლოუპსტაილი (კაცები) – 13:00

მსოფლიო ჩემპიონატი. ფრისტაილი. სლოუპსტაილი (ქალები) – 13:00

 

3 მარტი, პარასკევი

მსოფლიო ჩემპიონატი. სნოუბორდი. სნოუბორდ-კროსი (კაცები) – 14:30

მსოფლიო ჩემპიონატი. სნოუბორდი. სნოუბორდ-კროსი (ქალები) – 14:30

 

4 მარტი, შაბათი

მსოფლიო ჩემპიონატი. სნოუბორდი. სნოუბორდ-კროსი (გუნდური) – 14:30

 

5 მარტი, კვირა

მსოფლიო ჩემპიონატი. ფრისტაილი. ბიგ ეირი (კაცები) – 10:00

მსოფლიო ჩემპიონატი. ფრისტაილი. ბიგ ეირი (ქალები) – 10:00

მსოფლიო ჩემპიონატი. სნოუბორდი. ბიგ ეირი (კაცები) – 14:00

მსოფლიო ჩემპიონატი. სნოუბორდი. ბიგ ეირი (ქალები) – 14:00