ბაკურციხეში წმინდა გრიგოლ ფერაძის დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
ბაკურციხეში წმინდა გრიგოლ ფერაძის დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

ბაკურციხეში წმინდა გრიგოლ ფერაძის დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.

გრიგოლ ფერაძის იუბილისადმი მიძღვნილი საერთშორისო კონფერენციის სტუმრები და მონაწილეები, რომელიც ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ისაუბრეს წმინდა არქიმანდრიტის მოღვაწობაზე. პარიზის ქართველ ემიგრანტთა ანსამბლი „ქართული ჰარმონია“ ქართული საეკლესიო საგალობლებს შეასრულებენ.

ბაკურციხის წმინდა გიორგის ეკლესიაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მსოფლიო საპატრიარქოსა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი ღვთისმსახურება ჩატარდა.