ბაკურციხე - თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ბაკურციხე - თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხესთან, ბაკურციხე – თბილისის ავტომაგისტრალზე სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ჩაით დატვირთული ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა.

ავტსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მაშველები. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავტომაგისტრალზე მოძრაობას პოლიცია არეგულირებს.