ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა
ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა

ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა. თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღწევს.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ამჟამად ბახმაროში იმყოფება რამდენიმე ოჯახი, არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. მისივე თქმით, ადგილზე მყოფები დახმარებას ითხოვენ, რათა ბახმაროდან გამოსვლა შეძლონ.

„ოჯახები საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ ბახმაროდან გამოსვლას. გზებზე თოვლია. მიგვყავს მუნიციპალური ტექნიკა. მალევე მოხდება გზის გაწმენდა და რამდენიმე საათში ეს ადამიანები გამოყვანილები იქნებიან ბარში“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

ბახმაროში თოვლის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.