ბახმაროში, მთა საფარაზე 54 წლის თამაზ ადაძე მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა.
ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი მესაქონლეობას ეწეოდა. ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის მცხოვრები იყო. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით ცხედრის გადმოსვენება ვერ ხერხდება, რადგან უამინდობის გამო, მდინარე ბახის წყალი ადიდებულია.
ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს და მამაკაცს მდინარის კალაპოტის გაჭრის შემდეგ გადმოასვენებენ.