ბახმაროში დოღისთვის – „ბახმაროს თასი 2018“ ემზადებიან [ფოტო]
ბახმაროში დოღისთვის – „ბახმაროს თასი 2018“ ემზადებიან [ფოტო]

კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღითვის – „ბახმაროს თასი 2018“ ემზადებიან. დოღში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები.

„ბახმაროს თასი 2018“-ს სხვა სტუმრებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც დაესწრება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ხუთი გარბენი მოეწყობა. გამარჯვებულებისთვის კი სპონსორებმა პრიზები დააწესეს.

დოღის შემდეგ, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, მზის ჩასვლის გორაზე, თანამედროვე მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება და დილამდე გაგრძელდება. ამასთან, დაგეგმილია მზის გაცილების ცერემონიალი, მოეწყო „კარვების ქალაქი“ ლაშქრობისა და კემპინგის მოყვარულთათვის.

ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი ღინისძიებები ხელს შეუწყობს ბახმაროს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ბიზნესსექტორის ჩართვას ტურიზმის განვითარებაში.

ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი – ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.