„ბაიერნში“ კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
„ბაიერნში“ კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევაა მიუნხენის „ბაიერნში“. დადებითი აღმოჩნდა ფორვარდ ჯოშუა ზირკზეეს ტესტი.

„19 წლის ჯოშუა ზირკზეემ დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე. „ბაიერნის“ ფორვარდს ყველაფერი წესრიგში აქვს. ის სახლში კარანტინში იმყოფება. სამაგიეროდ, მეორე ტესტი, რომელიც ადრე დაინფიცირებულ ნიკლას ზიულეს გაუკეთეს, უარყოფითია, თუმცა, მცველი ჯერ ისევ კარატინში იმყოფება. მასაც ყველაფერი წესრიგში აქვს”, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე კორონავირუსი დაუდგინდა ნიკლას ზიულეს.

„ბაიერნი“ მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, „დორტმუნდთან“ სტუმრად ჩაატარებს.