მიუნხენის „ბაიერნმა“ სრულ შეთანხმებას მიაღწია „ბარნლისთან“ კომპენსაციის ოდენობაზე, რომელიც ინგლისურ კლუბს ეკუთვნის თავის მთავარ მწვრთნელთან, ვენსან კომპანისთან კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ, – წერს თავის სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.
წყაროს ცნობით, „ბაიერნი“ „ბარნლის“ 10-12 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის. ბელგიელი გერმანულ გრანდთან გააფორმებს კონტრაქტს, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
ვენსან კომპანი „ბარნლის“ 2022 წლიდან ავარჯიშებდა. წელს გუნდმა პრემიერლიგის სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩი მოიგო და ჩემპიონშიფში გავარდა.