„ბაიერნმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ბაიერნმა“ სტუმრად 2:1 დაამარცხა „რეალი“ და დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ.
მიუნხენელებმა 41-ე წუთზე გახსნეს ანგარიში, როცა ლუის დიასმა სერჟ გნაბრის პასის შემდეგ ერთი შეხებით გაიტანა. მეორე ტაიმის 21-ე წამზე ჰარი კეინმა მაიკლ ოლისეს გადაცემით ორამდე გაზარდა სტუმრების უპირატესობა. ინგლისელისთვის ეს მე-11 გოლი იყო მიმდინარე ლიგაზე. ის სამი ბურთით ჩამორჩება „რეალის“ ფორვარდს, კილიან მბაპეს, რომელმაც 74-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა.
გუნდებმა, ჯამში, 39 დარტყმა შეასრულეს, ზუსტი დარტყმებით „რეალმა“ 9:6 აჯობა „ბაიერნს“. 8 მოგერიებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენელთა 40 წლის მეკარე მანუელ ნოიერი აღიარეს.
განმეორებითი მატჩი 15 აპრილს მიუნხენში გაიმართება.