„ბაიერნმა“ კონტრაქტი გააფორმა „რენის“ 17 წლის თავდამსხმელთან, მატის ტელთან – ინფორმაციას მიუნხენური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ტელს „რენთან“ კონტრაქი 20024 წლამდე აკავშირებდა და ახალგარზრდა ფრანგის ტრანსფერი „ბაიერნს“ 28,5 მილიონი ევრო დაუჯდა.
გასულ სეზონში მატის ტელმა „რენის“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 8 მატჩი ჩაატარა და შედეგიანობით თავი არ გამოუჩენია.
აღსანიშნავია, რომ ტელი საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრების წევრია.