„ბაიერნმა“ „რენის“ 17 წლის თავდამსხმელი შეიძინა #1TVSPORT
„ბაიერნმა“ „რენის“ 17 წლის თავდამსხმელი შეიძინა #1TVSPORT

„ბაიერნმა“ კონტრაქტი გააფორმა „რენის“ 17 წლის თავდამსხმელთან, მატის ტელთან – ინფორმაციას მიუნხენური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ტელს „რენთან“ კონტრაქი 20024 წლამდე აკავშირებდა და ახალგარზრდა ფრანგის ტრანსფერი „ბაიერნს“ 28,5 მილიონი ევრო დაუჯდა.

გასულ სეზონში მატის ტელმა „რენის“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 8 მატჩი ჩაატარა და შედეგიანობით თავი არ გამოუჩენია.

აღსანიშნავია, რომ ტელი საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრების წევრია.

 

დატოვე კომენტარი