„ბაიერნმა“ „რეალს“ გაუსწრო და უეფა-ს საკლუბო რეიტინგს სათავეში ჩაუდგა 
„ბაიერნმა“ „რეალს“ გაუსწრო და უეფა-ს საკლუბო რეიტინგს სათავეში ჩაუდგა 

გერმანიის ჩემპიონი მიუნხენის „ბაიერნი“ პირველ ადგილზე გადავიდა უეფას საკლუბო რეიტინგში.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლიონთან“ 3:0 მოგების შემდეგ, გერმანულმა კლუბმა გაუსწრო მადრიდის „რეალს“ და უეფა-ს რეიტინგის ახალი ლიდერი გახდა.

„ბაიერნსა“ და „რეალს“ ქულების ერთნაირი რაოდენობა აქვთ – 134, მაგრამ გერმანიის ჩემპიონმა ამ სეზონში ესპანურ გრანდზე მეტი ქულა დააგროვა (34 17-ის წინააღმდეგ). ამიტომაც, მიუნხენელები რეიტინგში „რეალზე“ მაღლა არიან.

მესამე ადგილი კლასიფიკაციაში „ბარსელონას“ აქვს – 128 ქულა.

შეგახსენებთ, რომ კვირას, 23 აგვისტოს „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.