მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესებულია „პარი სენ-ჟერმენის“ მცველის ტილო კერერის გაფორმებით, – ამტკიცებს ფრანგული გამოცემა L’Equipe. სავარაუდოდ, 24 წლის ფეხბურთელს 2021-22 წლების სეზონში დიდი სათამაშო დრო არ უნდა ჰქონდეს გუნდში სერხიო რამოსის მისვლის გამო.
„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა რამდენიმე დღის წინ შეხვდა ფეხბურთელის გარემოცვას და როგორც ირკვევა, მოელაპარაკა მას სამწლიან კონტრაქტზე. პარალელურად, კერერმა უარი უთხრა „ლევერკუზენს“, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში.
კერერი 2018 წლამდე „შალკეში“ თამაშობდა, რის შემდეგაც 37 მილიონ ევროდ გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში“.