„ბაიერნმა“ „ლაციოს“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა, კეინმა დუბლი შეასრულა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, საპასუხო მატჩი #1TVSPORT
„ბაიერნმა“ „ლაციოს“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა, კეინმა დუბლი შეასრულა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, საპასუხო მატჩი #1TVSPORT

ფაქტები

* ჰარი კეინს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა აქვს შვიდ მატჩში.მან გაუსწრო „პორტუს“ შემტევ გალენოს (5+3).

* კეინმა „ლაციოს“ წინააღმდეგ იმდენივე გოლი გაიტანა, რამდენიც მანამდე ჯამში ჰქონდა გატანილი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

* კეინმა მიმდინარე სეზონში 33 ოფიციალურ მატჩში 33 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

* „ბაიერნი“ პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე 100 გოლი გაიტანა.

* ბოლო 13 სეზონიდან 12-ში „ბაიერნმა“ მეოთხედფინალში გააღწია. ერთადერთი გამონაკლისია 2018-19 წლების სეზონი, როცა გერმანელებმა მერვედფინალი წააგეს „ლივერპულთან“ (0:0, 1:3).

* კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე 27 გოლი გაიტანა. ინგლისელთაგან უფრო მეტი მხოლოდ უეინ რუნის აქვს – 30.

 

ბაიერნი-ლაციო 3:0

გოლი: 1:0 კეინი (38), 2:0 მიულერი (45), 3:0 კეინი (66)

ბაიერნი: ნოიერი, დაიერი, დე ლიგტი, რაფაელ გერეირო (78. დევისი), პავლოვიჩი, კიმიხი, გორეტცკა, სანე (89. ლაიმერი), მიულერი (78. ტელი), მუსიალა (90. გნაბრი), კეინი.

ლაციო: პროვედელი, მარუშიჩი, ხილა, რომანიოლი, პელეგრინი, ლუის ალბერტო (80. კამადა), ვესინო (61. კატალდი), გენდუზი, ფელიპე ანდერსონი (75. პედრო), ძაკანი (61. ისაკსენი), იმობილე (61. კასტელიანოსი).