გერმანიის ნაკრების მცველმა იოზუა კიმიხმა და „ბაიერნმა“ ახალი ხელშეკრულება გააფორმეს. 26 წლის ფეხბურთელი გერმანიის ჩემპიონის რიგებში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური.
კიმიხი „ბაიერნში“ 2015 წელს „ლაიპციგიდან“ გადავიდა. მან გუნდში 264 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. მიუნხენელთა რიგებში კიმიხმა ექვსჯერ მოიგო ბუნდესლიგა, სამჯერ გერმანიის თასი და ერთხელ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
„მე ვთამაშობ გუნდში, რომელთან ერთადაც მინდა ყველაფერს მივაღწიო, ჩემი თანაგუნდელები კი ჩემთვის ნამდვილი მეგობრები გახდნენ. დღემდე ვფიქრობ, რომ ჯერ ვერ მივაღწიე საკუთარი განვითარების მწვერვალს და „ბაიერნში“ ამისთვის ყველა შესაძლებლობა მექნება“, – განაცხადა ფეხბურთელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.