„ბაიერნმა“ „ჰამბურგი“ გაანადგურა და მომდევნო ტურში ჩემპიონობის გაფორმება შეუძლია
„ბაიერნმა“ „ჰამბურგი“ გაანადგურა და მომდევნო ტურში ჩემპიონობის გაფორმება შეუძლია

გერმანიის ბუნდესლიგაში 26-ე ტური მიმდინარეობს. ჩემპიონატის ლიდერი „ბაიერნი“ კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მორიგ ტიტულს. იუპ ჰაინკესის გუნდმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქე „ჰამბურგი“ გაანადგურა საკუთარ მოედანზე – 6:0.

ლიდერი უკვე მე-19 წუთისთვის 3:0-ს იგებდა. კიდევ სამი გოლი მიუნხენელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს. ჰეთ-თრიკი შეასრულა რობერტ ლევანდოვსკიმ. გარდა ამისა, პოლონელმა ერთი პენალტის გამოყენება ვერ შეძლო. დუბლი ფრანკ რიბერის ანგარიშზეა. კიდევ ერთი გოლი არიენ რობენმა გაიტანა.

„ბაიერნს“ 14-მატჩიანი წაუგებელი სერია (+13=1) აქვს ბუნდესლიგაში. გარდა ამისა, გერმანიის ჩემპიონატში 35 მატჩია შინ არ აგებს – ეს სერია 2016 წლის 2 მარტიდან იღებს სათავეს.

„ბაიერნი“ 20 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „შალკეს“ და უკვე მომდევნო ტურში შეუძლია გაიფორმოს ჩემპიონობა – თუ „ლაიპციგს“ მოუგებს, ხოლო კონკურენტები ქულებს დაკარგავენ.