„ბაიერნმა“ გერმანიის თასი მოიგო და სეზონი დუბლით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბაიერნმა“ გერმანიის თასი მოიგო და სეზონი დუბლით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

„ბაიერნმა“ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად მოიპოვა გერმანიის თასი. მიუნხენელებისთვის ეს არის 21-ე ტრიუმფი ამ ტურნირზე.

ვენსან კომპანის გუნდი ფინალში ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს, „შტუტგარტს“ ხვდებოდა და ჰარი კეინის ჰეთთრიკით 3:0 მოიგო. ინგლისელი მეოთხე ფეხბურთელი გახდა უვე ზეელერის (1963), როლანდ ვოლფარტისა (1986) და რობერტ ლევანდოვსკის (2012) შემდეგ, ვინც გერმანიის თასის ფინალში სამი გოლი გაიტანა.

კეინის წვლილი თასის მოგებაში დიდია – მან ყველა რაუნდში გაიტანა და 10 გოლი დააგროვა. სულ ამ სეზონში მას 66 გოლი აქვს საკლუბო და სანაკრებო დონეზე.

„ბაიერნმა“ სეზონში 46-ე მატჩი მოიგო და საკუთარი რეკორდი გაიმეორა. მიუნხენელებმა 2019-20 წლების შემდეგ პირველად შეასრულეს დუბლი.